Montag, 18. Juli 2016

დღე 9

     დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე, წარმოვადგინე ჩემი პორტფოლიო, მივიღე შენიშვნები თუ რა უნდა   გამესწორებინა ჩემს პორტფოლიოში. ვიყავი თეთრი და შავი ოპონენტი .   ტრენინგი იყო ნაყოფიერი. დავეუფლე 21 -ე საუკუნის უნარებს,ყველაფერი ეს დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში გავეცანი პროექტზე მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიებს .ვიმუშავე ყველა რესურსის გამოყენებაზე, რომლითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს პროექტის დაგეგმვაში და განხორციელებაში. ამ ტრენინგის შემდეგ შევეცდები გავუწიო კარგი ფასილიტატორობა ჩემს მოსწავლეებს.       



.

Sonntag, 17. Juli 2016

დღე 8

    ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, შევისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,დავახარისხეთ   ჩვენი ნამუშევრები და ჩავალაგეთ საქაღალდეებში, შევქმენით  ბლოგის დიზაინი.

დღე 7

          დღევანდელი დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკაზე, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების  ადაპტირება, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის ინტელექტები. ეს ყველაფერი დამეხმარება  გამოვნახო   სწავლების სხვადასხვა გზა ყველა ტიპის მოსწავლეებთან.

Freitag, 15. Juli 2016

დღე 6


       ტრენინგი დავიწყეთ პროექტის ,კერძოდ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით, ამის შემდეგ შეუდეგით  Powerpoint-ში  მუშაობას,სადაც პროექტის ფარგლებში შევქმენით სლაიდები.ტექნიკური უნარების განვითარება დამეხმარება სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელებაში

Montag, 11. Juli 2016

დღე 5

       დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ვისწავლეთ ის ინსტრუმენტები,რითაც მოვახერხებ მოსწავლეებთან ონლაინ თანამშრომლობას, ვისწავლე ჩატის გამოყენება,ყველაფერი ეს დამეხმარება მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციისათვის, ბავშვებს ეს ძალიან დააინტერესებთ.
გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას, აუცილებლად გამოვიყენებ. 

Samstag, 9. Juli 2016

დღე 4

        დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო,გავაგრძელეთ მეორე მოდულზე მუშაობა,,განვიხილეთ   შეფასების  მეთოდები,  ვიმუშავეთ დროში გაწერილ  შეფასების  გეგმაზე, რომელიც დამეხმარება თუ რა შეფასების ფორმები უნდა გამოვიყენო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგ

Montag, 4. Juli 2016

დღე 3



       შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა სტანდარტების გათვალისწინებით,ვიმუშავე  თემის შინაარსის ჩამოყალიბებაზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშებზე.მსგავსი ტიპის მუშაობა დამეხმარება გაკვეთილის მსვლელობისას მიზნმიმართულად მივყვე შესასწავლი თემის განხილვა